“სამოქალაქო საზოგადოებად წოდებული ვიღაც გაუგებარი წარმონაქმნები ისევ აგრძელებენ – არა ეგ ამერიკული კანონიც რუსულიაო. მერე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გამოდიან და ამერიკულ კანონს თუ დანერგავთ, თქვენ შემთხვევაში რუსული იქნებაო. ესეიგი ჩვენი NGO-ების და ე,წ, პარტნიორების ლოგიკით გამოდის, რომ, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდია ქართული დემოკრატიისთვის”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
როგორც გვიდიანი აღნიშნავს, გვეუბნებიან რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს იმ ხალხს, ვინც პირდაპირ ჩართულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ არის არც პარტნიორობა და არც გამოხატვის უფლება. ეს არის სტანდარტული ბატონყმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
“მოკლედ, საოცრება ხდება. “ხალხის ძალა” ამბობს, ჩვენი დაინიცირებული კანონპროექტი თუ არ მოგწონთ, ამერიკულ კანონს გადმოვიტანთო. შემდეგ ეს სამოქალაქო საზოგადოებად წოდებული ვიღაც გაუგებარი წარმონაქმნები ისევ აგრძელებენ – არა ეგ ამერიკული კანონიც რუსულიაო. მერე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გამოდიან და ამერიკულ კანონს თუ დანერგავთ, თქვენ შემთხვევაში რუსული იქნებაო. ესეიგი ჩვენი NGO-ების და ე,წ, პარტნიორების ლოგიკით გამოდის, რომ, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდია ქართული დემოკრატიისთვის.
მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, გვეუბნებიან, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, არ გვაქვს უფლება გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რაც მორგებულია საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ, არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ ვინ აფინანსებს იმ ხალხს, ვინც პირდაპირ ჩართულია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მოკლედ, ჩვენ, ქართველ ხალხს, არავინ არაფერს გვეკითხება. თან ამ ყველაფერს გვეუბნებიან ღიად, პირდაპირ, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე. ეს არ არის არც პარტნიორობა, არც ქვეყნის დემოკრატიაზე გულშემატკივრობა, არც გამოხატვის უფლება და ა.შ. ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას, ეს არის სტანდარტული ბატონყმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის მთელი ამ აურზაურის მოკლე შინაარსი”-წერს გვიდიანი.