პირველ რიგში გეტყვით რომ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა სამუშაო სადილზე. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მიმდინარე საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. თურქეთი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ორი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ სამ მილიარდ დოლარამდე გაგვეზარდა სავაჭრო ბრუნვა, ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის წინ, როცა მე ვიყავი ანკარაში ოფიციალური ვიზიტით და მინდა გითხრათ, რომ შარშან უკვე სავაჭრო ბრუნვამ მიაღწია 2.8 მლრდ დოლარს, თითქმის სამ მილიარდამდე ავიდა სავაჭრო ბრუნვა, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი აგრეთვე შეეხო მთელ რიგ საკითხები, რომელიც უკავშირდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებს.
„ბუნებრივია მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს ამ ურთიერთობების განვითარების, რომ კიდევ უფრო მეტი ორივე მხარისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ,”- აღნიშნა პრემიერმა.