„საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ცილისწამების შეურაცხყოფის და პოლიტიკური ზეწოლის უპრეცედენტო კამპანია“, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე წერს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვერავინ ეღირსება:
„მამული, ენა, სარწმუნოება“! საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ცილისწამების შეურაცხყოფის და პოლიტიკური ზეწოლის უპრეცედენტო კამპანია. ფსევდოდემოკრატიული დეგრადირებული „დასავლური პოლიტელიტა“ ცდილობს დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა მათთვის სასურველ მდგომარეობაში! FREE MISHA! ვერ ეღირსებით!“, – წერს ხაინდრავა.