გიორგი ტყემალაძემ წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნების” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთში იმყოფებოდა და რუსთაველის, შერვაშიძისა და ერეკლეს ქუჩებზე  მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის თხოვნები მოისმინა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მოსახლეობის მხარდაჭერით და მათი აქტიური ჩართულობით, დღეისთვის არსებული ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

“განვაგრძობ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ამჯერად წყნეთში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდი. გავეცანი მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და ვიმსჯელეთ მათი დაძლევის გზებზე. ამას გარდა, ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

Back to top button