ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ხალხს აინტერესებს, რა არის ამ კანონში “რუსული”?! რა ლოგიკით არის ამერიკული კანონის თარგმანი “რუსული კანონი”?! რატომ უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საქართველოს ევროინტეგრაციას?!

ხალხს აინტერესებს, რა არის ამ კანონში “რუსული”?! – ოღონდ კონკრეტულად!!! რა ლოგიკით არის ამერიკული კანონის თარგმანი “რუსული კანონი”?! რატომ უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საქართველოს ევროინტეგრაციას? რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება იცოდეს, ვინ ვის და ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში?! – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არც ერთი შენიშვნა და არგუმენტი არ მოსუმენია კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისგან, სანაცვლოდ, საზოგადოებამ მხოლოდ დესტრუქცია და რადიკალიზმი იხილა.

როგორც ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, განსახილველი კანონპროექტების შესახებ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის გარეშე, საზოგადოების დარწმუნებას გამოგონილ საფრთხეებში კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ვერ შეძლებენ.

“არცერთი არგუმენტი; არცერთი შენიშვნა; არცერთი რეკომენდაცია; უარი განხილვაზე; უარი დისკუსიაზე; სანაცვლოდ: სიგიჟეების ყვირილი; დესტრუქცია; რადიკალიზმი; ტელევიზორში შექმნილი აჟიოტაჟი; ზუსტად ეს არის სცენარიც და მიზანიც – მოწმენდილ ცაზე საზოგადოებრივი მღელვარების შექმნა. ეს ხალხი ცდილობს ტელეეკრანებზე დადგმული შოუთი საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. მაგრამ, ასე არ გამოვა. ხალხს არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის მოსმენა უნდა. ხალხს აინტერესებს, კერძოდ, რა არის პრობლემა. რუსეთი, პუტინი, გაზპრომი, საბჭოთა კავშირი და სხვა სახის ბოდვები კი არა, არამედ პრობლემის ზუსტი შინაარსის მოსმენა!!! ხალხს აინტერესებს, რა არის ამ კანონში “რუსული”?! – ოღონდ კონკრეტულად!!! რა ლოგიკით არის ამერიკული კანონის თარგმანი “რუსული კანონი”?! რატომ უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა საქართველოს ევროინტეგრაციას?! რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება იცოდეს, ვინ ვის და ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში?! ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. არც ქვეყნის შიგნით მოქმედ რადიკალებს და არც “უცხოელ მეგობრებს” არ განუმარტავს რატომ არის ეს კანონი ასეთი მიუღებელი. ასე რომ, ამ კითხვებზე პასუხებია გასაცემი. სიგიჟეების ყვირილით და ვულგარული წივილ-კივილით გამორიცხულია საზოგადოება გამოგონილ საფრთხეებში დაარწმუნო” – წერს ანდრია გვიდიანი.

Back to top button