მმართველი პარტიის ქედის მერობის კანდიდატ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, როლანდ ბერიძემ შეხვედრა მეძიბნის, კუჭულისა და გოგინიძეების მოსახლეობასთან გამართა.

,,დღევანდელი შეხვედრები განსაკუთრებულად თბილი, ემოციური და შინაარსიანი იყო, რაც ჩემთვის უფრო მეტი მოტივაციის და ძალისმომცემია. მნიშვნელოვანია ის მასშტაბური პროექტები,  რომლებიც დავიწყეთ ქედის მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მივიყვანოთ ბოლომდე და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრი გავხადოთ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და საინტერესო, როგორც საცხოვრებლად ასევე ტურისტულად. – ,,აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტისმერობის კანდიდატმა, როლანდ ბერიძემ.

Back to top button