სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან, მაჟორიტარ კანდიდატთან კაპიტონ ტორჩინავასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატთან საბა ოდიშარიასთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ფოცხოში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა, მიმდინარეობს და იგეგმება.
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული 68 პროექტი განხორციელდა: რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორია, მოიხრეშა შიდა საუბნო გზები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ცენტრალურ გზაზე ბეთლემის მიმართულებით დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა სტიქიის ობიექტები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლეძაძამე-ფოცხოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
უახლოეს დღეებში, 5 ლოკაციაზე, ზემო ფოცხოსში და გზებზე დაიწყება ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობა, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფელ ფოცხოში – გზების მოხრეშვა.
,,მე და ჩემი გუნდი ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს” – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.