ბაჩანა შენგელია ნინო ლომჯარიას: შენი განცხადებაა რეჟიმის მოკავშირეობა

ადვოკატი ბაჩანა შენგელია ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გიორგი ვაშაძეს რეჟიმის მოკავშირე უწოდა.

მისი შეფასებით, თავად ლომჯარიას განცხადებაა რეჟიმის მოკავშირეობა და ის ხელისუფლების მიზანს უწყობს ხელს, შიგნიდან გატეხოს პროტესტი.

„ძალიან ცუდი განცხადებაა, ნინო ახლა ეს. უცუდესი და ზუსტად ეგ არის რეჟიმის მოკავშირეობა! ზუსტად ეს უნდა ხელისუფლებას, რომ შიგნიდან გატეხოს პროტესტი, კარგი მართლა რა“ – წერს ბაჩანა შენგელია ლომჯარიას განცხადების პასუხად.

Back to top button