„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ამჯერად ზურაბ აბაშიძემ ლეონიძის, იაშვილის, ქიქოძის, ასათიანის, თაბუკაშვილისა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებისგან მოისმინა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ყოველდღიურად ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო სახლებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობის შესაძლებლობებს. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივები და ხედვები განიხილა.
„სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში აუცილებელია, თითოეული ქუჩის მოსახლეობის პოზიციები იყოს გათვალისწინებული, რათა ერთობლივად დასახული მიზნები ემსახურებოდეს ყველაზე მთავარს – ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.
ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი ესწრებოდნენ.