გიორგი ვოლსკი: კანონის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევის მთავარი მიზანია, საზოგადოებაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“.

„კანონის გაწვევასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარია რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაც, საზოგადოებაშიც ზოგადად, მაგრამ ერთი უნდა ვთქვათ, გაწვევის მთავარი მიზანი იყო, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებსა და მომიტინგეებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს აქცენტი, განვითარდა, არამედ საზოგადოებაში შეიქმნა საკმაოდ დაძაბული ვითარება. როდესაც ერთნი ამბობდნენ, რომ გაწვევა არ იყო სწორი, ვინაიდან გამჭვირვალობაში ცუდი არაფერი არის, იქ რუსული თემა შემოვიდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საზოგადოებაში სიმშვიდე და მივყვეთ იმ ამოცანას, რასაც ჰქვია დემოკრატიული ევროპული სტანდარტით არჩევნების ჩატარება, პროგრამების შეჯიბრით და არა მუშტი კრივით“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Back to top button