ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშლმა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, შეხვედრა გამართა შქმერისა და კვაშხიეთის თემების სოფლების, შქმერის, უშოლთას, ხარისთვალის, ბოყვასა და კვაშხიეთის მოსახლეობასთან.
ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საარჩევნო პროგრამიდან სოფლის გაძლიერების საკუთარი ხედვა და სამოქმედო გეგმები, მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დასახა მათი მოგვარების გზები.
სასიხარულოა, რომ სოფელ კვაშხიეთში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა, რომელის დროულად აღდგენას სერგო ხედეშელი მოსახლეობას წინა შეხვედრაზე დაპირდა.
შუა შქმერში შეხვედრის დროს მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლების მოგვარება და სოფელში გრაფიკით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვა.
“ვპირდები ონის მუნიციპალიტეტის თითოეულ მკვიდრს, ჩემს ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას არასდროს დავიშურებ მათთვის და ახალი ენერგიით და შემართებით შევუდგები ონის მუნიციპალიტეტის განვითარებას და თითოეულ სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივ მოგვარებას!”- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას სერგო ხიდეშელმა.