„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან ზუსტი შეფასებებით წარსდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოს მიერ და გამომდინარე რეგიონული კრიზისიდან, სამხედრო ინტერვენციის რისკი ოკუპანტის მხრიდან არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები განისაზღვრება შემდეგი აუცილებლობით:
- მშვიდობა;
- ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა;
- პოლიტიკური სტაბილურობა; • სახ-ინსტიტუტების მდგრადობა;
- გონივრული საგარეო პოლიტიკა;
- საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროდ:
▪ ლიბერალური ფაშიზმის პედალირებით, საზოგადოებას კარგებად და ცუდებად ყოფს; ▪ყველა საგარეო ვიზიტს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებს;
▪ პერმანენტულ რეჟიმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს;
▪ პარლამენტსა თუ ქუჩაში, ყველა მათი ქმედება და დემონსტრაცია, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ხმარდება;
▪ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამუნათებენ და მოუწოდებენ საქართველოს, საერთაშორისო სანქციებში ჩართვაზე, რაც ავტომატურად ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს;
▪ ყველა მათი ინსინუაციური და პროვოკაციული ნაბიჯი, გათვლილია რუსეთ-უკრაინის ომში, საქართველოს მხარედ დაფიქსირებისთვის,რაც პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივაა.
პრემიერის ბოლო მიმართვა, საპარლამენტო ოპოზიციას: „ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს“, – ძალიან საინტერესო, იქნება ჩვენი ოპოზიციის შეფასებები, თუმცა რა უნდა შეაფასონ, როდესაც მათი 90% ამ ექსტრემიზმსა და დესტაბილიზაციის შექმნას ასაზრდოებს?! მოკლედ, ჩვენ ოპოზიციაზეა ნათქვამი – არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.