კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.
„ნაფიცმა მსაჯულებმა იმოქმედეს ფაქტებისა და კანონის საფუძველზე. კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი მშვიდობიანად პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.