აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სულ ტყუილად ვეჩხუბებით და ვამუნათებთ ვიოლა ფონ კრამონს აქციაზე მისვლის გამო, სადაც მოძალადე კრიმინალს და პოლიციელისათვის ცეცხლის წამკიდებელს იცავდნენ. აქციის დროს ვიოლამ დაწერა, ეს მოვლენები მაიდანს მაგონებსო, მან პირდაპირ წაახალისა მომიტინგეების ძალადობა და ახლა ცხადია, ის იცავს მოძალადე კრიმინალს, როგორც ძალადობის ორგანიზატორი!!!“, – წერს ნიკოლეიშვილი.