ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პარტიულ კოორდინატორებთან ერთად, მორიგი შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო სორის, ქვემო სორის და სამთისის მოსახლეობასთან გამართა.
ყველა სოფელში ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო კანდიდატი, რისთვისაც სერგი ხიდეშელმა მათ უდიდესი მადლობა გადაუხადა.
.სოფლებში შეხვედრებისას გამოიკვეთა ის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა დროულად მოგვარებაც ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
’ მე დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩვენი შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ჩვენ ვიქნებით მუდამ მათ სამსახურში. კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში , გვაქვს ვალდებულება რომ ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ერთად ვიზრუნოთ სოფლის გაძლიერებისთვის“- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.