„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს. კანდიდატი უკვე მუნიციპალიტეტის 19 სოფლის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. დღეს ვასილ გველესიანი სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას ესტუმრა.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის სოფლების მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომლის აღმოფხვრის გზებზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე 19 სოფლის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. დღეს სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებოდი.
ბოლო წლების განმავლობაში კლდეეთსა და ტაბაკინში სრულად მოგვარდა გაზიფიცირების პრობლემა. ბეტონის საფარი დაიგო კლდეეთისა და ტაბაკინის დამაკავშირებელ გზაზე. რაც შეეხება სოფელ კინოთს, აქ სრულადაა მოგვარებული წყლის პრობლემა, ხოლო გაზიფიცირების პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.
მე და ჩემი გუნდი ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ, ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებსა და მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომელსაც ჩემი მერობის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ერთად უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.