ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლაჯანის, გაგულეჩის და სპათაგორის ამომრჩეველს შეხვდა, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აქტივთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
მოსახლეობას წარედგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ორბელის თემში გივი გოგებაშვილი.
შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე.
გიოგი ნემსაძე მადლობას უხდის გაგულეჩის, ლაჯანის და სპათაგორის მოსახლეობას გულთბილი დახვედრისათვის!