თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამერიკის ელჩის ვიზიტის მნიშვნელობას აჭარაში, განსაკუთრებით კი, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტებს დაათვალიერებს. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება აშშ-ის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად, მტკიცე, ქმედუნარიან და სანდო მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

Back to top button