საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია, ნოსირისა და გეჯეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კობა კილასონიასთან, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატთან ბეჟან სანაიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან ერთად, ნოსირისა და გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულების და ქალაქის ამომრჩევლებს შეხვდა.
ვახტანგ გადელიამ მოსახლეობას განვითარების სამომავლო გეგმა და მიზნები გააცნო, მათგან კი, დღეს არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
,,ჩვენ ერთად, ქალაქად და სოფლად, ეფექტურად მოვაგვარებთ მოსახლეობის პრობლემებს. ყოველთვის მზად ვიქნები მათი ინტერესების მხარდასაჭერად“ – აღნიშნა სენაკის მერობის კანდიდატმა.