“ქართული ოცნება” 48,6%, “ნაციონალური მოძრაობა” 27,1% – მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი კვლევის სედეგები გაასაჯაროვა

გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83,8% პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3 პროცენტი.

პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება 48,6
ნაციონალური მოძრაობა 27,1
საქართველოსთვის 5,8
გირჩი – მეტი თავისუფლება 3,4
მოქალაქეები 2,6
პატრიოტთა ალიანსი 2,4
მესამე ძალა 2,3
ლელო 2,3
ლეიბორისტული პარტია 1,2
გირჩი 1,1
ევროპული საქართველო 1,1
სხვა პარტიები 2,1

წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას”, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) 56.1
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 28.3
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 6.2
ანა დოლიძე (ხალხისთვის) 2.2
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 1.9
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 1.3
თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0.9
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0.7
სხვა კანდიდატები 2.4

ეს არის პირველი კვლევა მას შემდეგ, რაც დასრულდა ცესკოში კანდიდატების რეგისტრაცია და პარტიის სოციოლოგიურ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური სუბიექტისა თუ კანდიდატის შესახებ მიეღო სრულფასოვანი ინფორმაცია. ხედავთ, რომ კახა კალაძე ამ მონაცემებითაც არჩევნებს პირველ ტურში დამაჯერებლად იგებს.

ასევე, ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების”  მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი:

მთაწმინდა
ზურაბ აბაშიძე (ქართული ოცნება) 51.3
თენგო კირთაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29.2
ვახტანგ (ვატო) გვაზავა (საქართველოსთვის) 7.8
საბა ბუაძე (ლელო) 4.9
სხვა კანდიდატები 6.8
 
 

 

ვაკე
გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება) 54.3
ბათუ ქუთელია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 24.4
მერაბ მაჭავარიანი (საქართველოსთვის) 9.2
მედეა მეტრეველი (ლელო) 3.1
პაატა ჩიქოვანი (მესამე ძალა) 2.5
სხვა კანდიდატს 6.5
საბურთალო
ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) 57.6
ბორისი ყურუა (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 22.6
მიხეილ ნაბიჯაშვილი (საქართველოსთვის) 8.5
ვახტანგ (ვატო) სურგულაძე (ლელო) 3.2
ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) 2.6
სხვა კანდიდატები 5.5
 
დიდუბე
გივი ჩხარტიშვილი (ქართული ოცნება) 51.7
ნიკა მოსიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29.4
გიორგი ქაჯაია (საქართველოსთვის) 7.7
დიმიტრი აბაშიძე (ლელო) 4.6
სხვა კანდიდატები 6.6
 
ნაძალადევი
ირაკლი ხელაძე (ქართული ოცნება) 51.6
ბადრი გრიგალაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 34.7
გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის) 5.8
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ლელო) 2.3
ზაზა კორთხონჯია (მესამე ძალა) 2.3
სხვა კანდიდატები 3.3
 
გლდანი
კონსტანტინე ზარნაძე (ქართული ოცნება) 44.4
ელენე ხოშტარია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 36.1
ნათია მეზვრიშვილი (საქართველოსთვის) 8.6
ნანა ტოხვაძე (მესამე ძალა) 4.1
თამარ ადამიაძე (ლელო) 2.4
სხვა კანდიდატები 4.4
 
ჩუღურეთი
ზურაბ ჩიკვილაძე (ქართული ოცნება) 57.2
გიორგი ნონიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 21.8
რუსუდან თევზაძე (საქართველოსთვის) 9.2
კახაბერ ჟღენტი (ლელო) 5.1
სხვა კანდიდატები 6.7
 
კრწანისი
ლევან ჯაფარიძე (ქართული ოცნება) 56.1
თამაზ ახობაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 23.8
ზურაბ რეხვიაშვილი (საქართველოსთვის) 9.3
თაზო დათუნაშვილი (ლელო) 3.3
სხვა კანდიდატები 7.5
 
ისანი
კახაბერ ლაბუჩიძე (ქართული ოცნება) 52.8
ბესო დონაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 32.7
დავით გოგიძე (საქართველოსთვის) 6.9
ლანა გალდავა (ლელო) 3.5
სხვა კანდიდატები 4.1
 
სამგორი
რევაზ სოხაძე (ქართული ოცნება) 52.5
დავით ჟღენტი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 36.4
კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის) 5.1
ვახტანგ იაშვილი (მესამე ძალა) 2.4
სხვა კანდიდატები 3.6
 

კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდებოდა:

ქართული ოცნება 32
ნაციონალური მოძრაობა 12
საქართველოსთვის 3
გირჩი – მეტი თავისუფლება 2
მოქალაქეები 1
   

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა” და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ  „ქართული ოცნება” მომავალ თვითმმართველობის არჩევნებშიც უპირობო ლიდერია. ამისთვის, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ თბილისელს, ქართულ საზოგადოებას. რა თქმა უნდა ჩვენ მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ მასშტაბური პროექტებით და ყველა რაიონის თუ უბნის დონეზე გაკეთებული საქმეებით” – განაცხადა მდინარაძემ.

Back to top button