ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის მრავალი კვლევა ქვეყნდება და არც 2 ოქტომბრის რეფერენდუმია გამონაკლისი. კვლევების დამკვეთები აქვეყნებენ რადიკალურად განსხვავებულ, საკუთარ სურვილებზე მორგებულ შედეგებს. შედეგების ფალსიფიკაციით განსაკუთრებით გამოირჩევა „ქართული ოცნება“ – მე მათ კვლევებს არ ვენდობი, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ მიერ გამოცხადებული შედეგები არ ემთხვევა რეალობას. საზოგადოებას შევახსენებ თუნდაც ნიკა მელიას მაჟორიტარულ არჩევნებს გლდანში, როცა „ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით მას 36 % დაუწერეს, მის კონკურენტ ლევან კობიაშვილს კი 52%-ით პირველი ტური გაუფორმეს. რა მოხდა სინამდვილეში – ნიკა მელიამ ლევან კობიაშვილზე 2 %-თ მეტი აიღო და კონკურენტი მეორე ტურში 44 %-თ გადაიყვანა ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“-ს ლიდერია, კახა ოქრიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
“მე ვენდობი „EdisonResearch“-ის კვლევებს – ამ ორგანიზაციის საბოლოო შედეგები, თუნდაც 2020 წელს, ყველაზე ახლოს იყო რეალობასთან- მათი პროგნოზები მართლდება.
„EdisonResearch“-ისკვლევის წლევანდელმა შედეგებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“, რადგან საზოგადოებამ დაინახა ხელისუფლების რეალური რეიტინგი.თუკი „EdisonResearch“-ის მიერ გამოცხადებული შედეგები მისაღები იყო 2020 წელს, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 46 % ჰქონდა და მათ 48% გაიფორმეს არჩევნებში, მაშინ ახლა რატომაა მიუღებელი, როცა წლევანდელი კვლევით „ოცნებას“ მხოლოდ 33 % აქვს?!
დარწმუნებული ვარ, „EdisonResearch“-ის კვლევა ახლაც დაემთხვევარეალობას და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე „ქართულ ოცნება“ 33%-საც ვერ აიღებს” – აცხადებს ოქრიაშვილი.