ონის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტი სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს.

მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა ამჯერად ნიგვზნარას, ხურუთისა და ჭალის მოსახლეობას გააცნო.

„მოსახლეობასთან უშუალო და გულთბილი შეხვედრები მაძლევს მოტივაციას, ბოლომდე დავიხარჯო თითოეული სოფლის კეთილდღეობისთვის.

ზურგს მიმაგრებს გუნდი, რომელსაც აქვს სწორი ფასეულობები და მჯერა, ერთად ღირსეულად გავიმარჯვებთ!- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

Back to top button