
არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებით, ფრენის განრიგის მიხედვით, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი – ქუთაისი და ქუთაისი – აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა დაემატება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ფრენები კვირაში 9-ჯერ შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air Abu Dhabi-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.