ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორი და ასოცირებული ხელმძღვანელი დოქტორი ლეა ფოქსი ეწვია

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორსა და ასოცირებულ ხელმძღვანელს – დოქტორ ლეა ფოქსს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი – იგორის კრჟეჩკოვსკისი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  სტუმრები საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს გაეცნენ. მხარეებმა ისაუბრეს ფინანსური დანაშაულის გამოძიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის ტრენინგებში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით კოორდინაციის გააქტიურებაზე და  სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

Back to top button