
„Говорит Москва!“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას.
ევროპარლამენტის სიტყვებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე გამოეხმაურა და რასა იუკნევიჩიენეს „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას თანამოაზრე უწოდა:
„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის „ზა პერესტროკუ“-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარისეველი ევროსკოლეგები ლექსმანი პავილიონისი აუსტეროვიჩი“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.