მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოდბისხევის ბაზარს ესტუმრა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი, ბოდბისხევის მაჟორიტარობის კანდიდატთან გოჩა ხოსიტაშვილთან ერთად სოფელ ბოდბისხევში მდებარე ისტორიულ ბაზარს ეწვია.

კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოვაჭრეებს შეხვდნენ, გაესაუბრნენ და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ერთად სააგიტაციო ფლაერებიც თავად დაარიგეს.

მათ საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ და მხარდაჭრისკენ მოუწოდეს.

„2 ოქტომბერს ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საარჩევნო ხმა არის ჩვენი ყველაზე დიდი აქტივი, რომელსაც ძალიან სერიოზულად და დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი სწორი არჩევანი განსაზღვრავს ყველა ჩვენთაგანის შემდგომ კეთილდღეობას,“ – განაცხადა მოვაჭრეებთან შეხვედრისას მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსებთ, რომ ბოსბისხევის ბაზარი 1902 წლიდან ფუნქციონირებს და იქ როგორც ადგილობრივი, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ფერმერები მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ.

Back to top button