
„ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ რუსთავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა.
პაპუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.
კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას” პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| ქართული ოცნება | 49,7 |
| ნაციონალური მოძრაობა | 33,6 |
| პატრიოტთა ალიანსი | 3,5 |
| საქართველოსთვის | 3,3 |
| გირჩი – მეტი თავისუფლება | 2,7 |
| ლელო | 1,8 |
| ლეიბორისტული პარტია | 1,2 |
| სხვა პარტიები (-1%) | 4,2 |
რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების” შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
შესაბამისად, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
| ქართული ოცნება | 23 |
| ნაციონალური მოძრაობა | 10 |
| პატრიოტთა ალიანსი | 1 |
| საქართველოსთვის | 1 |
კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას” პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
| ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) | 53,5 |
| დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) | 36,8 |
| ბექა ლილუაშვილი (საქართველოსთვის) | 3,6 |
| თორნიკე არევაძე (პატრიოტთა ალიანსი) | 2,6 |
| სხვა კანდიდატები | 3,5 |
როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს რუსთაველი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
ნინო ლაცაბიძეს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას” – განაცხადა პაპუაშვილმა.