კახა ოქრიაშვილი: გადადგეს სუს-ის უფროსი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად!

“მივმართავ საზოგადოებას, მასშტაბური ფარული მიყურადებისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით:

დიახ, სუს-ი და „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ონკოლოგიური დაავადება, კიბო ჩვენი ქვეყნის სხეულზე, ხოლო „ოცნების“ თითოეული მოძალადე წევრი და სუს-ის ის თანამშრომლები, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ჩართულნი არიან ამ უმძიმეს დანაშაულში, გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ბრძანებებს, არიან ამ დაავადების მეტასტაზები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითხოვ:

1. დღესვე გადადგეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს მოთხოვნასა და ხედვებს 2 ოქტომბრის ღირსების რეფერენდუმის შემდეგ, სუს-ის რეფორმირებასთან დაკავშირებით: სუს-ი დღეს ქცეულია მმართველი პარტიის სადამსჯელო და საარჩევნო დანაყოფად. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სუს-ი დაიყოფა სამ სტრუქტურად, ხოლო ის კანონდამრღვევები, ვინც დღეს დგანან „ოცნების“ სამსახურში, ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას განახლებულ უწყებაში.
2. ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან და იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რომელსაც მის მიერ დანატოვარი „ოცნების“ ფსევდო-ლიდერები აჟღერებენ.
3. მხოლოდ ეს უმძიმესი ფაქტიც კი საკმარისია, რათა დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგეს რიგგარეშე არჩევნების გადაუდებელი საჭიროება. უკვე მერამდენედ, ბოლო 1 წელიწადში, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დგებავადამდელისაპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე.

ამიტომ, მოდით 2021 წლის 2 ოქტომბრის ღირსების რეფერენდუმზე, რათა ერთადმოვაშოროთ ჩვენს სამშობლოს ონკოლოგიური დაავადება – კრიმინალი ხელისუფლება” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

 

Back to top button