ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: რომ შეიძლებოდეს ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან, არ აქვთ გამოცდილება თუ?! მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს?

სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს! ამათთვის სულერთია! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსეთში მიმდინარე არეულობის ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

გვენეტაძის თქმით, რადიკალები მზად არიან, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველანაირ ხერხს მიმართონ.

“სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს! ამათთვის სულერთია! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ და ამოწვავენ თემურ-ლენგივით! არ წვავდნენ თუ ქართველ პოლიციელებს 7-8 მარტს?! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და რა “ვაგნერი”, რის “ვაგნერ”-პრიგოჟინთან შეკვრა, რომ შეიძლებოდეს ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან! არ აქვთ გამოცდილება თუ?! “შესტიორკებად”არ იყვნენ ქცეული და მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს! არც კი გაბედოთ ხელის გატოკება! ღქვენ საქართველოს დედიან-ბუდიანად მტრებო!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Back to top button