„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
„აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ვიმყოფებოდით ლოტკინზე, სანერგე მეურნეობის დასახლებაში. წლების განმავლობაში მიმდებარე ქუჩებზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაჭრაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელეთ მოსახლეობასთან და შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.