გიორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე იმყოფებოდა ლეჩხუმის სოფელებში: უსახელოში, ხოჯში, წილამიერსა და ორბელში, სადაც ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი გოგებაშვილი წარუდგინა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და დააანონსეს ახლო მომავალში დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა ორბელის საჯარო სკოლის მშენებლობა.
ასევე, მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, რომელიც განაპირობებს მათ შემდგომ საქმიანობას.