სერგო ხიდეშელი ქვედრულასა და ქვედის მოსახლეობას შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი სოფლების, ქვედრულასა და ქვედის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო საკუთარი ხედვები და სამოქმედო გეგმა, რომელთა განხორციელებაც ონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, ჩემს გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მოვუტან ონის მუნიციპალიტეტს!“ – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დასასრულს სერგო ხიდეშელმა.

Back to top button