გიორგი ნემსაძემ ,,ზანდურის სახლი“ დაათვალიერა

გიორგი ნემსაძემ ლეჩხუმის სოფელ ღვირიშში ,,ზანდურის სახლი” დაათვალიერა.

,,ზანდურის სახლის” დიასახლისი, მანონი ახვლედიანი, საკუთარ კარ-მიდამოში აცოცხლებს ხორბლის უძველეს ჯიშებს ,,ზანდურსა” და ,,მახას”.

ზანდურის სახლში ლეჩხუმის ეთნოგრაფიული მუზეუმია მოწყობილი, მარნით, ბეღელით და ეზოთი.
,,ზანდურის სახლს” ბევრი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს და აღფრთოვანებული რჩება ამ სანახაობით, ლეჩხუმური სამზარეულოთი, ქალბატონი მანონის მიერ შექმნილი არაერთი საუცხოო პროდუქტით.

Back to top button