გიორგი ნემსაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდება

გიორგი ნემსაძე შეხვდა სანორჩის, ნასპერის, ცხუკუშერის, ნაკურალეშის, უცხერისა და ღვირიშის მოსახლეობას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანონი ახვლედიანი წარუდგინა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი წყალმომარაგების მოწესრიგების საკითხებს ეხება.

ასევე, ისაუბრეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახლო მომავალში განსახორციელებელ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თუ სოციალურ პროგრამებზე.

Back to top button