აჭარის მთავრობის თავმჯდომარე- თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხარაულაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, წარადგინა ქედის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები – როლანდ ბერიძე და ოთარ ხარაძე, ისაუბრა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და და მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.
მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ქედის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ლევან გორგილაძე.