თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე: კანონმა არ იცის პრეზიდენტი და მინისტრი, ამიტომ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ცხოვრების მაგალითია

„სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა გამოიჩინა ქვეყნის კონსტიტუციისადმი უპატივცემულობა დაარღვია რა საქრთველოს უზენაესი კანონი კონსტიტუცია,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებს, შესაბამისად, კონსტიტუციის დარღვევის გამო, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მმართველი პარტიის მხრიდან პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ცხოვრების მაგალითია.

„საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი – „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას” და ასევე, დანაწესი საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი – “საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში”, არის სავალდებულოდ შესასრულებელი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არანაირ თანამდებობრივ რანგირებას არ ექვემდებარება.

სალომე ზურაბიშვილმა როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა გამოიჩინა ქვეყნის

კონსტიტუციისადმი უპატივცემულობა, დაარღვია რა საქრთველოს უზენაესი კანონი კონსტიტუცია.❗

მის ქმედებებზე საპასუხოდ, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

ამ საკითხზე სამართლებრივი პროცედურის ქრონოლოგია ასეთია:

იმპიჩმენტს აღძვრას სჭირდება 50 პარლამენტარი. შემდეგ საკითხი იგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 თვეში.

იმისათვის, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური დარღვევა დადგინდეს, საჭიროა სასამართლოში 9-დან 6 მოსამართლის დასტური,

დადებითი დასკვნის შემთხვევაში პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს 2 კვირაში.

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა.

იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები იმართება 45 დღეში,

ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია,

კოლეგიაში შედის: 150 დეპუტატი და აჭარის და (1) აფხაზეთის უმაღლესი საჭოს წევრებს + (2) საკრებულოების დელეგატები არჩევნების შედეგების პროპორციულად (ორივე ერთად 150).

პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 წევრის თანხმობა პირველ ტურში, თუ პირველში ვერ მოხერხდება პრეზიდენტის არჩევა, მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლებრივი პროცედურების დარღვევა შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს.

კანონმა არ იცის პრეზიდენტი და მინისტრი, კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა, ამიტომ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ცხოვრების მაგალითია.

ამ საკითხის ირგვლივ აქ, ოპოზიციაში, პირდაპირ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ლობიზმით ნაყიდი პოზიციები

პოლიტიკური სპეკულაციაა მთავარი დამკვეთის ღია მითითებით.

დროა შეეგუოთ, რომ ქართულ სახელმწიფოში კანონი კანონია და ფულით ვერ იყიდით” – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Back to top button