კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ექსპრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ბუში წერს, რომ მისთვის გულსატკენია, თუ როგორ ექცევიან საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ციხეში.
„გულს მტკენს როგორ ექცევიან თქვენს პრეზიდენტს ციხეში – ჯორჯ ბუში. დაგემხოთ ქვეყანა ამდენი სიცრუით! თქვე კრამერებო ფარისეველნო და თვალთმაქცნო! შეიგნეთ! აღარავის სჯერა თქვენი ტყუილების! აღარავის უნდიხართ! აღარავინ გცემთ პატივს! ყველას და ყველაფერს ვერ იყიდით!“ – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.