
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დასრულდა.
მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მესტიაში, ხობში, სენაკსა და ფოთში ოთხი დღის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს.
- აბაშის ორგანიზაციას – აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია;
- ზუგდიდის ორგანიზაციას – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია
- წალენჯიხის ორგანიზაციას – ბაკურ სონგულია;
- ჩხოროწყუს ორგანიზაციას – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა;
- მესტიის ორგანიზაციას – მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი;
- ხობის ორგანიზაციას – ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია;
- სენაკის ორგანიზაციას – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია;
- ფოთის ორგანიზაციას – ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთსა და კახეთში.