ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი ღარისა და წმენდაურის მოსახლეობას შეხვდა.
ამავე სოფლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი მარკოიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნო რაც უპირველესად გულისხმობს, საგზაო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოციალური პროგრამების განხორციელებას, ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობას, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას, გაზიფიცირებისა და ინტერნეტიზაციის აქტიურ პროცესს.
“გპირდებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოგაქცევთ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, ხელს შეგიწყობთ გაგიუმჯობესდეთ საცხოვრებელი პირობები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.