“დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო…” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ქადაგიძის თქმით, გაუგებარია, თუ კიდევ ვინმეს უჩნდება კითხვა, ვის მიერ არის წახალისებული საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი კამპანია.
„ესაო, ისაო თქვენი დიდი ხათრიცა გვაქვს, მაგრამ არაო…
მოკლედ, გადავამოწმოთ რაშია საქმე, ეგება არასწორი ინტერპრეტაცია ან რაიმე გაუგებრობააო, ეგ კი არ უთქვამთ? პირიქით, დავაფინანსებთ და ხელსაც შევუწყობთ კვლავ იმ ორგანიზაციებს, ვინც შეეცდება რევოლუცია მოაწყოს საქართველოშიო… აბა ახლა, „ისფედის” პარალელური დათვლის გაყალბება და იმ პრივილეგირებულ NGO-თა მიზანმიმართული, ანტი-სახელმწიფოებრივი კამპანია ვისი წახალისებულია, კიდევ იბადება კითხვები?
ბაიდენის ადმინისტრაცია და შესაბამისად, საელჩოს დღევანდელი მმართველობა ღია კონფრონტაციაში შემოვიდა ქართულ საზოგადოებასთან. ანუ, ახალი ელჩისგანაც არ უნდა ველოდოთ დიდ დიპლომატიასა და ღირსეულ პარტნიორობას… ამიტომაც, ქალბატონ ელჩს ველით გაშლილი ხელით,” – წერს ქადაგიძე.