მაკა ბოჭორიშვილი სერგი კაპანაძეზე: ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი

რასაც ეს ადამიანები აკეთებენ არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყერბული საუბარი წინაპირობების შესახებ და საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან, – ასე შეფასა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა EURACTIV-ში გამოქვეყნებული სტატია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

„ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

Back to top button