„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის სამაჟორიტარო ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია რაიონში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათის დანახვა და, მოსახლეობის ჩართულობით, იმ პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პროექტების დაგეგმვისას.
ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რეგულარულად გაიმართება და გამარჯვების შემდეგ ის თავის გუნდთან ერთად იზრუნებს თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე, მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.