მამუკა მდინარაძე GDI-ის მიერ USAID-ის ლოგოს უნებართვოდ გამოყენების ფაქტზე: რადგან USAID-ის ცენტრალურ ოფისში არ იცოდნენ, ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ ბედავს თქვას, რომ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტები ამერიკელი ხალხის ფულით დააფინანსეს – ეს არის სკანდალი

რადგან USAID-ის ცენტრალურ ოფისში არ იცოდნენ [GDI-ის მიერ USAID-ის ლოგოს უნებართვოდ გამოყენების ფაქტი] ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ ბედავს თქვას, რომ სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტები ამერიკელი ხალხის ფულით დააფინანსეს. ეს სიყალბე აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს საქართველოში ადგილობრივ წარმომადგენლებსა და USAID-ის სათავო ოფისის წარმომადგენლების პოზიციების თანხვედრის არარსებობაზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ USAID-ის ლოგოს უნებართვოდ გამოყენების ფაქტის კომენტირებისას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის სკანდალი, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყოლა.

„გუშინ გავაკეთე განცხადება ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლების და ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლების პოზიციები თურმე ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს და ეს ძალიან კარგია.

ჩვენ გავბედეთ და გავაკრიტიკეთ USAID, ჩვენი პარტნიორების ასეთი მძლავრი ორგანიზაცია გავაკრიტიკეთ, იმიტომ, რომ მართლები ვიყავით და ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება, ამას ადასტურებს. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან კარგია, რომ თურმე ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ და ეს არ არის ცენტრალური ოფისის პოზიცია. ახლა ისიც გაირკვა, რომ არათუ ეს, რაც მე ვთქვი, არამედ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ ოფისს ისე ჰყავს გათამამებული ენჯეო სექტორის მდიდარი წარმომადგენლები, რომ თურმე ბედავენ და მათ გარეშეც კი აწერენ ლოგოს სხვადასხვა მავნებლურ პროექტებზე.

შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლების გარეშე მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, რადგან არ იცოდნენ USAID-ის ცენტრალურ ოფისში [GDI-ის მიერ USAID-ის ლოგოს უნებართვოდ გამოყენების ფაქტი] ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ ბედავს დღეს თქვას, რომ ეს სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროექტები ამერიკელი ხალხის ფულით დააფინანსეს. აქედან გამომდინარე, ეს სიყალბე ასევე აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს საქართველოში ადგილობრივ წარმომადგენლებსა და USAID-ის სათავო ოფისის წარმომადგენლების პოზიციების თანხვედრის არარსებობაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის სკანდალი, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყოლა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button