ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შეცდომებზე და მძიმე დანაშაულებებზეა პასუხისმგებელი, ის წლების განმავლობაში ჩაგრავდა საქართველოს მოსახლეობას.
„ ერთის მხრივ მართლაც პარადოქსია და სასაცილოა ნამდვილად, რომ ჩვენ ყველას გვიწევს საუბარი არასერიოზული კაცის მორიგ შოუზე, რომელიც მან დადგა და საზოგადოებას შესთავაზა. ეს რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან კაცი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო ორგზის და 9 წელი მართავდა, თუ ამას მართვა ჰქვია, ჩაგრავდა უფრო სწორედ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, ამის შემდეგ, მოსახლეობას შევახსენებ, რომ მან თავისი სურვილით დატოვა ჩვენი ქვეყანა, გაიქცა ჩვენი ქვეყნიდან, ჩაბარდა უკრაინას, დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, აიღო უკრაინის მოქალაქეობა და მას შემდეგ, მისი გუნდის არაერთი წევრი იქნა ბრალდებული, მსჯავრდებული. მისი მჩაგვრელი გუნდის ძალიან ბევრმა ლიდერმა მოიხადა სასჯელი, სხვებიც ახლა იხდიან სასჯელს და მან პრაქტიკულად თავისი გუნდი მიატოვა. არა მხოლოდ ჩვენი, „თავისი” ქვეყანა მიატოვა, თუმცა, როგორ არის „თავისი”, როცა მასზე თავად თქვა უარი, თავის გუნდი მიატოვა და ყველა არჩევნებზე.. გავიხსენოთ, 18-ჯერ აქვს ამ არასერიოზულ კაცს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩამოდის თუ არა. თქვენ ორი გეგმა ახსენეთ, მეორე გეგმა ხომ არა აქვსო- ხელისუფლებას ერთადერთი გეგმა აქვს, კანონის აღსრულება ძალიან მარტივად, ვინაიდან ჩვენ აქ კომპრომისს არ ვუშვებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. სააკაშვილი პასუხისმგებელია ძალიან ბევრ გამოუსწორებელ შეცდომებზე და მძიმე დანაშაულებებზე, რომელიც მან ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ის წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას. მინდა რამდენიმე ფაქტი შევახსენო, თუნდაც ის, რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ რეალურად ეს იყო მაფიოზური დაჯგუფება, კრიმინალური გუნდი, ბანდა, სექტა- პირდაპირ ასე უნდა ითქვას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ჩაგრავდა. თუნდაც, როგორ ექცეოდნენ ბიზნესმენებს მაგალითად. მე დღეს რამდენიმე ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და აღშფოთებულები არიან, რომ ეს არასერიოზული კაცი იქნებ გაჩერდეს. ან ჩამოვიდეს და ჩაჯდეს ციხეში, ან საერთოდ თავი დაანებოს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება განვითარება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინაც ამბობდა, რომ საქართველოში დაბრუნდებოდა, თუმცა არჩევნებმა ჩაიარა, სააკაშვილი კი არ ჩამოსულა.
არ ვიცი რამდენად უნდა ვიმარჩიელოთ სააკაშვილის ამ იაფფასიან ტრიუკზე, მოსახლეობას შევახსენებ, რომ ერთი წლის წინ, როცა იყო საპარლამენტო არჩევნები, მაშინაც თუ გახსოვთ კარგად, მან დააანონსა, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში. ბილეთიც კი გამოაქვეყნეს მაშინაც კი, მახსოვს, ყოველ შემთხევაში მახსოვს, რომ დააანონსა, რომ ჩამოდიოდა, იმ დღეს თუ მეორე დღეს, თუმცა არჩევნებმა გადაიარა და არ ჩამოსულა. სხვათა შორის, მინდოდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ მერე მეც დამავიწყდა, ისევე როგორც ყველას მიავიწყდა, ვის ახსოვს სააკაშვილი და არავის არ გახსენებია, რომ ეს ადამიანი არჩევნების დღეს და წინა დღეებში ამბობდა დაბეჯითებით, რომ ჩამოდიოდა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.