უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ” გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ გაიყოლა „ქართული ოცნების” ამომრჩევლის ნაწილი გიორგი გახარიამ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო კვლევებით, საუბარია „ქართული ოცნების” ამომრჩევლების მხოლოდ 2-3%-ზე.
„ყველაფერს თავი დავანებოთ, რეიტინგებს, არჩევნებს. მერამდენედ შეიძლება გავაკეთო შეფასება, რომ მეცოდება, მაგრამ კაცი, რომელიც იყო ჯერ არავინ, მოიყვანეს რეკომენდაციით, ხუხაშვილის რეკომენდაციით მოვიდა გუნდში, ნაბრძოლ და გამარჯვებულ მოედანზე, დაასაქმეს, შემდეგ ხელი შეუწყვეს, დააწინაურეს, გაზარდეს, ჩამოაყალიბეს, კაცად აქციეს, ყველაზე მაღალი თანამდებობები მისცეს მას დაუმსახურებლად, რა თქმა უნდა, აჩუქეს, არგუნეს უბრალოდ. გუნდს ასე უნდოდა, ლიდერების გაზრდა ხომ ჩვენი ამოცანაა და ზოგადად, ჩვეულებრივი წესია, გვინდა, რომ ბევრი ლიდერი იყოს გუნდში. ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ხელი შეუწყვეს აბსოლუტურად ყველანაირად. უზარმაზარი ფასი გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ” გიორგი გახარიას მინისტრობის დროს, პრემიერ-მინისტრობის დროს და ბოლოს, როგორც დაასრულა, კი ნახეთ, კრიზისის დროს პირდაპირ ლახვარი ჩაარტყა მთელს გუნდს და მის ამ ქმედებას, პარტიის დამფუძნებელმა უწოდა ღალატი, იმიტომ, რომ ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი. ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა გიორგი გახარიამ, იმიტომ, რომ ასეთი ღალატის შემდეგ, ჯერ საერთოდ როგორ უნდა ენდოს ამ ადამიანს, იგივეა, რომ სააკაშვილს ვიღაც ენდოს, აბსოლუტურად იგივე. კი ვიცით რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს, ასეთი რა ვალი აქვს სააკაშვილის და რა კომპრომატებით მართავს სააკაშვილი. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი კაცი იყოს და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი” , – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.