ირაკლი ღარიბაშვილი: ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!

ღირსეულ გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ოფისთან, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მხარდამჭერებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ ოპონენტებსაც მიმართა აღნიშნა, რომ პოლარიზაციის, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა დასრულდა და ხვალიდან სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა უნდა დაიწყოს.

„დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო! დიდი პატივია დღეს ჩვენთვის მერვედ გამარჯვება! კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ! ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას! მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს. ასევე, მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას!”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Back to top button