54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში პარტიამ ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ ხმათა 60.29 % აიღო, პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”-მ 52.24 %.
დავით ბახტაძე: ,,ყველა სიტყვა უფერულია იმ მადლიერების გამოსახატად, რასაც თქვენ წინაშე ვგრძნობ ძვირფასო სამტრედიელებო. 2 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დამანახა სამტრედიელების გონიერება, ერთგულება და გვერდით დგომა. ეს მაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ბოლომდე დავიხარჯო . მადლობა, რომ ჩვენს გუნდს კიდევ ერთხელ ანდეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის მომავალი. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!”