სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მიდნა, საჯაროდ სევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სსხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვვს მისთვის ორჯერ გადაცემული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით,მსგავსი სადისტების მეშვეობით ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება.
„ხილი ნაყოფით ამოიცნობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვუყუროთ შედეგს და გაკეთებულ საქმეს. შეიძლება ძალინ ბევრი რაღაც დააბრალო ადამიანს, მაგრამ თუ მის სიტყვას არ მოყვება ქმედება, სიტყვა რჩება სიტყვად და საქმე რჩება გაუკეთებელ საქმედ. თქვენ ახსენეთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრსი, დაწყებული ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოოსთან იდეალური ურთიერთობები, მათ შორის ჩემს დროს გახსნილი ერთობლივი წვრთნების ცენტრი კრწანისში. ყევა დონეზე, ყველა მიმართულებით პროგრესი და ხელშესახები პროგრესი ჩვენი მოსახლეობისთვის.
რუსულმა ჯარმა ჩვენი ტერიტორია დატოვა 2007 წელს. სააკაშვილის უგუნური პოლიტიკიის შედეგად, მათ ვერ აირიდეს პროვოკცია და უკან შემოაბრუნეს ჯარი. ცხინვალის მიმართულებით იყო მიმოსვლა, ნდობის აღდგენის პროცესი, სვაჭრო ურთიერთობები და ამ კაცმა დაანგრია ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერ აირიდა თავიდან ელემენტარული პროვოკაცია. დსგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიები. მანამდე კოდორის ხეობა გაამოაცხადა აზემო აფზაზეთად. კოდორის ხეობაც წაიღეს და დავკარგეთ კოდორის ხეობა. დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი და დევნილად იქცა ათასობით ადამიანი. ამის შემდეგ გამოვიდა კაცი ტელეთერში და თქვა, ქვების გროვა იყო და რა ტერიტორიები ჩავაბარეთო. მინდა ვინც მას მხარი დაუჭირა, ვუთხრა, რომ დიდ შეცდომაში არიან შესულები და ტყუილად სჯერათ მისი ეშმაკისეული პროპგანდის და დემაგოგიის. ამის შემდეგ, მოღალატე, ერის და ქვეყნის გამყიდველ კაცს რომ მხარს დაუჭერ, თანამონაწილე ხდები. როცა აგვვისტოს ომი დსრულდა, რუსთაველზე გამოიყვანეს ეს გაუბედურებელი ხალხი და კონცერტი გამართეს და „მიშა, მიშა” აყვირეს,მაშინ, როცა ჩვენი ბიწების, საამხედროებისს ცხედრები იყო გამოსაყვანი. აღარ გავიმეორებ, რაც ხდებოდა – ბიზნესის დატერორება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, უბედურება, რაც ხდებოდა.
ჩემი მინისტრობის დროს გამოვიძიეთ ძალიან გახმაურებული საქმეები, მათ შორის კასრების საქმე. ეს ხდებოდა სამეგრელოში. მიკვირს, რატომ დაუჭირა ზუგდიდში ამხელა პროცენტი რატომ აიღეს, იმიტომ, რომ თუ რამე ხდებოდა, ტანჯვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, იმ მხარეში ხდებოდა, ამ სადისტების მეშვეობით. სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვს მისთვის ორჯერ გადაცემული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.