პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხს ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება და დამტკიცდა პარტიის წესდება. ასევე, არჩეულ იქნა პარტიის სარევიზიო კომისია.

ეკა სეფაშვილმა ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა და სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.

Back to top button