მაკა ბოჭორიშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის ძალიან კარგად ცნობილია

გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის უცხო არ არის, ძალიან კარგად ცნობილია და სწორედ ამ პერიოდში ხდება მსგავსი მსჯელობები. ევროპარლამენტის მხრიდან იყო მოწოდებები და დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ დაეწყოთ მუშაობა მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე და წარედგინათ ევროპარლამენტისთვის მისაღებად“ – განაცხადა „იმედი LIVE”-ში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და ეს კანონპროექტიც, რომელიც ევროკავშირის დონეზე შემუშავდა, სწორედ ამას ემსახურება, რომ უნიფიცირებული იყოს მიდგომა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთნაირი ჩარჩო.

მისივე თქმით, ეს დირექტივა არის მინიმალური სტანდარტი იმისა, რა შეიძლება გააკეთონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისათვის, რომ ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული.

„აბსოლუტურად გაუგებარი და გაურკვეველია, რატომ შეიძლება საქართველოში გამჭვირვალობა იყოს საფრთხის შემცველი, გამჭვირვალობა არა მხოლოდ ერთადერთი, ერთერთი კომპონენტია მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ მესამე ქვეყნებზე, დემოკრატიის დაცვაზე. სწორედ ეს არის საფუძველი, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესები უნდა დავიცვათ, როდესაც საუბარია გარკვეული ორგანიზაციების, ან ფიზიკური პირების გავლენებზე პოლიტიკურ პროცესებში.

ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას აქვს მსგავსი კანონმდებლობა და ეს კანონპროექტიც, ეს დირექტივაც, რომელიც ევროკავშირის დონეზე შემუშავდა, სწორედ ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირად უნიფიცირებული იყოს მიდგომა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთნაირი ჩარჩო. სხვათა შორის, იქ საუბარია მინიმალურ სტანდარტებზე, რომ ეს დირექტივა არის მინიმალური სტანდარტი იმისა, რა შეიძლება გააკეთონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისათვის, რომ ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას საქართველოში დემოკრატიას, ან რაიმეს.

„ჩვენთან აბსოლუტურად გაუგებარია იმ ორგანიზაციების, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომლებიც ვიცით, რომ მოქმედებენ ჩვენი იმავე პარტნიორების დახმარებით, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების განვითარებაში წლების განმავლობაში, ამ ყველაფრის გამჭვირვალობამ როგორ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოში დემოკრატიას, ან რაიმეს? მაშინ, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაცვა გვჭირდება, კიდევ უფრო მეტი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო არაერთი მხრიდან, სწორედ ამიტომ, გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მსგავს რეაქციებს ვხედავთ ისეთივე საკითხზე, რომელიც მათთვის უცხო არ არის, ძალიან კარგად ცნობილია და სწორედ ამ პერიოდში ხდება მსგავსი მსჯელობები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს კანონპროექტი [გამჭვირვალობის შესახებ] არის ერთადერთ საკითხზე – ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან დემოკრატიის წყარო, ხელისუფლების წყარო, იცოდნენ, რა ინტერესები დგას ორგანიზაციების უკან.

„სხვათა შორის, ევროპარლამენტის მოწოდებები იყო და ევროპარლამენტის მხრიდან იყო დავალებები ევროკომისიის მიმართ, რომ მათ დაეწყოთ მუშაობა მსგავსი დირექტივის შემუშავებაზე და წარედგინათ ევროპარლამენტისთვის მისაღებად. ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირში და მართლაც ძალიან უცნაურია მითუმეტეს, როდესაც ჩვენს შემთხვევაში კანონპროექტი ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, აქ სხვა არანაირი მექანიზმები არ არის ჩადებული. ეს კანონპროექტი არის ერთადერთ საკითხზე – ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან დემოკრატიის წყარო, ხელისუფლების წყარო, იცოდნენ, რა ინტერესები დგას ორგანიზაციების უკან და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია ის შიშები ამ ორგანიზაციებისგან, თუკი კეთილსინდისიერ საქმიანობასთან გვაქვს საქმე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს მათთვის ამხელა საფრთხის შემცველი, რომ ასეთ ამბავს ატრიალებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Back to top button